თეგებით ძიება

რომელი არასამთავრობო ორგანიზაციის წერილის საფუძველზე გაუქმდა MASSIVE ATTACK-ის კონცერტი „ბლექ სი არენა“-ზე?

„28 ივლისს საქართველოში დაგეგმილი MASSIVE ATTACK-ის კონცერტი გაუქმდა" - ამის შესახებ განცხადებას Black Sea Arena „ფეისბუკის“ გვერდზე ავრცელებს.  განცხადებაში კონცერტის გაუქმების მიზეზი არაა ახსნილი, მხოლოდ ის წერია, რომ ბილეთის მფლობელებს გადახდილი თანხა ეტაპობრივად აუნაზღაურდებათ.

როგორც ცნობილია, 25 აპრილს ჯგუფს ქართველი ხალხის სახელით მოძრაობა „სირცხვილიამ“ მიმართა და Massive Attack-ს მოუწოდა, საქართველოში კონცერტის გამართვამდე გაეცნონ ქვეყანაში არსებულ „საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას“ და განსჯის საფუძველზე გადადგან საპასუხო ნაბიჯი. მოძრაობის მიმართვაში საუბარი იყო „ოლიგარქიულ მმართველობაზე“, „აგენტების კანონზე“, საკონსტიტუციო ცვლილებაზე - „ანტი-ლგბტ კანონზე“, „ოფშორების კანონსა“ და „ძალადობრივ რეპრესიებზე“. მათი თქმით, დემოკრატიული ღირებულებებისთვის მებრძოლ საზოგადოებას, მთავრობა დემონსტრაციების დროს სისასტიკით პასუხობს.

3 მაისს მუსიკალურმა ჯგუფმა თავის გვერდზე სოციალურ ქსელ X-ში სოლიდარობა გამოუცხადა ქართველ სტუდენტებს, რომელებიც მონაწილეობდნენ მმართველი გუნდის მიერ ინიციირებული გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებში. ბრიტანული ჯგუფის, Massive Attack-ის კონცერტი 28 ივლისს 21:00 საათზე შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე იყო დაგეგმილი. ჯგუფი მთავრობის მხარდაჭერილი კამპანიის - Starring Georgia-ს ფარგლებში უნდა ჩამოსულიყო.

წყარო: დაიჯესტი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა