თეგებით ძიება

"თურმე რა რთულია „დედობა… დღეს მე ვისმენ ამბებს ლევანიკოზე და მიკვირს, როგორ იყო ამისთანა“ – ლევან კბილაშვილის დედა

ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე შვილის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"თურმე რა რთულია „დედობა”. „მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს”— ო , განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, თვითონ, ღმერთისგან და ბუნებისგან ჰქონდა დამადლებული ყველაფერი. მე უბრალოდ გზა ვაჩვენე როგორი უნდა ყოფილიყო, როგორ უნდა ეცხოვრა, რა იყო კარგი და რა ცუდი და უმთავრესი: არ ეღალატა ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, რომ ღალატი და ორპირობა ეს ქართველისთვის “არაკაცობაა”, ხოლო “არაკაცობა”- ოჯახის, გვარის, სამშობლოს სირცხვილია.

ლევანი დაიბადა მაშინ, როდესაც ძალიან უჭირდა ქვეყანას, სამშობლოს. ამ დროს მისი მამა- ჯემალ კბილაშვილი, რომელიც თამამად შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, ერთ-ერთი საუკეთესო და უმწიკვლო პოლიციელი იყო, რომელიც ყველა ცხელ წერტილსა თუ შემთხვევაზე პირველ ხაზზე იმყოფებოდა და მხოლოდ და არა მარტო ამიტომ, ლევანიკოს ყოველთვის, როდესაც თავისუფალი დრო გვქონდა სასაუბროდ ვუყვებოდი ამბებს, დღეს უკვე ისტორიას, რომელიც გადმოცემით კია მქონდა გაგებული, ჩემი თვალით ნანახი და განცდილი იყო. ვხედავდი, როგორი ამაყი და ბედნიერი მისმენდა ხოლმე.

დღეს მე ვისმენ ამბებს ლევანიკოზე…ვისმენ და არ მიკვირს იმიტომ, რომ ასეთი და კიდევ და უფრო “დიდია”, მაგრამ რაღაცნაირი უცნაური კითხვის ნიშანი მაქვს ამ პერიოდის განმავლობაში – როგორ იყო ამისთანა, რომ სრულიად უცხო ადამიანებისთვის სრულიად ახლობელი და ოჯახის წევრი გახდა.ნაცნობსა და უცნობს, შინაურსა თუ გარეულსყველას თავისი ლევანიკო,ყველას თავისი ლევანო ჰყავს. მადლობა გადაცემისთვის.მადლობა ყველაფრისთვის“, – წერს ლევანის დედა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა