ნატოს წევრი 32 სახელმწიფოდან 31-ს რუსების დამარცხება სურს, ეს შეცდომაა - ვიქტორ ორბანი
უნგრეთის მთავრობის მეთაური ვიქტორ ორბანი ნატოს ქვეყნების სურვილს, დაამარცხონ რუსეთი უკრაინაში, შეცდომად მიიჩნევს.
ორბანმა აღნიშნა, რომ უნგრეთი ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ლოიალური წევრია და დასძინა, რომ „ნატოს 32 წევრი ქვეყნიდან 31-ს სურს რუსების დამარცხება“.
„უნგრეთის პოზიციაა, რომ ეს შეცდომაა. ჩვენ მარტო დავრჩით იმ 32 ქვეყანას შორის“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
ორბანმა, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება არ არის აუცილებელი, მაგრამ ამის მიუხედავად, ნატო მაინც„აგრძელებს ომს, ხოლო უნგრეთი მშვიდობის მხარესაა.
მან განაცხადა, რომ არ სურს უნგრეთის ერთი კვადრატული მეტრიც კი გახდეს რუსეთის სამხედრო სამიზნე.
ბოლოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთის გადაბირებას ცდილობენ იმ მხარეს, სადაც მშვიდობის გადაწყვეტა, შესაძლოა, ომით მოხდეს.