ჰამბურგში პოლიციელებმა დაჭრეს კაცი, რომელიც მათ ნაჯახით ემუქრებოდა
ჰამბურგში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა კაცს, რომელიც სამართალდამცველებს ნაჯახით დაესხა თავს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი პოლონეთისა და ნიდერლანდების მატჩის წინ, იმ ადგილის მახლობლად მოხდა, სადაც ფეხბურთის გულშემატკივრები აღლუმს მართავდნენ. პოლიციამ მის გასანეიტრალებლად ჯერ წიწაკის სპრეი გამოიყენა, შემდეგ კი იძულებული გახდა ცეცხლი გაეხსნა.
შედეგადაც, თავდამსხმელი მძიმედ დაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.