დღის მეორე ნახევარში ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, სეტყვა, ქარი - სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 ივნისს, დღის მეორე ნახევარში კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
უწყება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.