თეგებით ძიება

რომში, საერთო საპირფარეშოში ბელარუსელი ტურისტის გაუპატიურების ბრალდებით, 32 წლის ქართველი დააკავეს

იტალიის პოლიციამ ქალაქ რომში საქართველოს მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაკავებულს ბრალი ედება ბინათმესაკუთრეთა საერთო საპირფარეშოში ბელარუსელი ტურისტის გაუპატიურებაში.

“მამაკაცი ქუჩაში ქალის მიმართ აშკარად გამომწვევად იქცეოდა. როგორც კი ქალი თავის საცხოვრებელ სახლში მივიდა, ამხანაგობის საპირფარეშოსკენ გაემართა, სადაც მას მოულოდნელად შეუერთდა 32 წლის, რომელიც იმ წუთამდე მისდევდა. შეშინებული და უმწეო ახალგაზრდა ქალი თავდამსხმელის მხრიდან სიტყვიერ მუქარას განიცდიდა, რის შემდეგაც ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. 

გამომძიებლებმა, დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და აღწერილობების საფუძველზე, ჩაატარეს ინტენსიური გამოძიება, რომლის დროსაც მათ ნახეს ამხანაგობის ვიდეოთვალთვალის სისტემის სურათები. ამგვარად, პოლიციამ მოახერხა დამნაშავის იდენტიფიცირება და დაკავება“, - წერს იტალიური მედია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა