თეგებით ძიება

პარლამენტმა გიორგი ცაგარეიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გიორგი ცაგარეიშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე კენჭისყრა ჩატარდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშვნასთან დაკავშირებით პარლამენტმა გიორგი ცაგარეიშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას 75 ხმით დაუჭირა მხარი.

როგორც ცნობილია გიორგი ცაგარეიშვილი საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ვინაიდან ეს თანამდებობა შეუთავსებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან, დღის წესრიგში დადგა მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი.

გიორგი ცაგარეიშვილი 2022 წლიდან დღემდე საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო. 2004-2016 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის დეპუტატი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა