თეგებით ძიება

თუ დღეს ესპანეთს მოვუგებთ, პარლამენტის ტრიბუნიდან ვიმღერებ.. 3 ქალი დამჭირდება მისამღერში - რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ თუ დღეს საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებს დაამარცხებს,  რამდენიმე პირობას შეასრულებს. მათ შორის, გოცირიძის თქმით, ის პარლამენტის ტრიბუნიდან ცნობილი ესპანელი მომღერლის სიმღერას შეასრულებს. 

ამის შესახებ დეპუტატმა სოც ქსელში ატვირთულ ვიდეოში ისაუბრა.

თუ ესპანეთს მოვუგებთ, პირობას ვდებ, რომ შევასრულებ შემდეგ რამეს: პირველი, პარლამენტში არსებული პრორუსული პარტიიდან ერთ-ერთს, „ხალხის ძალას“ რომ ეძახიან, ერთი თის განმავლობაში არ დავუძახებ პუტინისტურ პარტიას. მეორე - იმედის 8 საათიან გადაცემას ვუყურებ ასევე ერთი კვირის განმავლობში. მესამე - პარლამენტის ფოიეში დავუკრავ როიალზე, რომელიც იქ არ დგას და რომლის დადგმასაც უკვე მეოთხე წელიწადია მოითხოვს ერთ-ერთი ქალბატონი, მუსიკოსი, ეპუტატი და ბოლოს, მეოთხე, მთავარი - პარლამენტის ტრიბუნიდან ვიმღერებ ჩემს ბავშვობაში პოპულარული ესპანელი მომღერლის რაფაელის სიმღერას, - ამბობს რომან გოცირიძე. 

Roman Gotsiridze

https://youtu.be/3yCKTNVJ_8E?feature=shared

ეს უნდა ვიმღერო. სკოლაში ვმღეროდი. არ გამიჭირდება. 😀

3 ქალი დამჭირდება პარლამენტში მისამღერში - დაამატა კომენტარში პოლიტიკოსმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა