თეგებით ძიება

გაკოჭეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს - პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა

აგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქმის მასალების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დაზარალებული საცხოვრებელი სახლის ეზოში შეიტყუეს, გაკოჭეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივნისს, ბრალდებულებმა ფ.ქ.-მ და ე.ქ.-მ დაზარალებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში შეიტყუეს, რის შემდგომაც გაკოჭეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნული ფაქტი ბრალდებულებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და მოგვიანებით, ვიდეოჩანაწერი ინტერნეტსივრცეში განათავსეს, რომელსაც დაზარალებულისთვის შეურაცხმყოფელი ტექსტი მიაწერეს.  

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს.  ფ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 1443 მუხლის პირველი ნაწილით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფური ძალადობა) , ხოლო ე.ქ.-ს - სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს." ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა