თეგებით ძიება

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა იგრძნო, რა სუსხი წამოვა ამერიკიდან, ამიტომ გაგზავნეს იქ გრიგოლ ლილუაშვილი, რომელმაც კონკრეტული გზავნილი ჩაიტანა - ალეკო ელისაშვილი

ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა იგრძნო, რა სუსხი წამოვა ამერიკიდან, ამიტომ გაგზავნეს იქ გრიგოლ ლილუაშვილი, რომელმაც კონკრეტული გზავნილი ჩაიტანა საქართველოდან , - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.

როგორც ელისაშვილმა თქვა, ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ შარშია, სხვა შემთხვევაში, სუს-ის უფროსს ამერიკაში არ გაუშვებდა, რადგან ეს ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა.

„გრიგოლ ლილუაშვილი ამერიკაში ჩავიდა იმიტომ, რომ აქედან ჩაეტანა გზავნილი. ვიზის გაუქმება არაფერია, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა იგრძნო, რა სუსხი წამოვა ამერიკიდან, მაგალითად ფინანსური, ვერც ერთ ტრანზაქციას რომ ვეღარ განახორციელებენ და არც ერთი ბანკი რომ არ მოემსახურებათ, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის გარდ, ვეღარსად რომ ვეღარ ჩავლენ და კიდევ ღმერთმა უწყის, რეები მოჰყვება ამ სანქციებს, გახსოვთ ხო, რა თქვეს - ისეთ ინფორმაციას ვფლობთ, მათ რეპუტაციას გააცამტვერებსო. ფაქტია, რომ ლილუაშვილის ვიზიტი არ იყო დაგეგმილი, საერთოდ არ ჩაუშვებდა მას ამ ყველაფრის მერე, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ შარშია. კობახიძეს იქ არ გაუშვებდა, მასთან ელჩები არ მივიდნენ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე და კობახიძეს ვინმე შეუშვებს ამერიკაში? აღარ ჩაესვლება. ლილუაშვილი მეტ-ნაკლებად დაბალანსებული და გაწონასწორებული ტიპია. დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით წავიდოდა.

ჩემთვის ეს ხალხი დამთავრებულია, ეს უბრალოდ დროის ამბავია. ძალიან მძიმე ზაფხული გველოდება, ასევე, მძიმე შემოდგომა, მაგრამ 27 ოქტომბერს უნდა ვიზეიმოთ ამ გარუსებული, მოღალატე მთავრობის გაყრა“ - განაცხადა ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა