რა გახდა ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი? - სოფელ დისველთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
სოფელ დისველთან საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები, ადგილზე იმყოფება თავდაცვის მინისტრი და შეიარღებული ძალების მეთაური.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა.