თეგებით ძიება

მდინარაძე: ფეხბურთი ერთადერთი საკითხი აღმოჩნდა, რომელზეც ქვეყანა და ერი გაერთიანდა

„ორგანიზებული მავნებლობა“ - ასე შეაფასეს მმართველ გუნდში გუშინდელ საყოველთაო ზეიმზე მყოფი, პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფის მიერ წამოწყებული შეძახილები, მაშინ, როცა პრემიერი სცენაზე სიტყვით გამოვიდა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დიმა ობოლაძის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას „ფეიკი“ უწოდა.

„პატარ-პატარა ნეგატიური ამბები, როცა ძალიან ხშირად ჩაეტენება ხოლმე უპოზიტივეს ამბებში, ცუდის მეტი ამას არაფერი მოაქვს. როცა აორგანიზებენ, რომ ვიღაცამ პრემიერის გამოსვლისას რაღაც „უუუ“ დაიძახოს და 100 კაცი აჰყვეს, როდესაც აორგანიზებენ იმას, რომ აბსოლუტური ფეიკი დადგან, ეს არის ელემენტარული მავნებლობა. თან საყოველთაო ზეიმის ფონზე არ შეიძლება, ხალხო. სხვათა შორის, [ფეხბურთი] ერთადერთი საკითხი აღმოჩნდა, რომელზეც ქვეყანა და ერი გაერთიანდა. აქ როგორ უნდა ეძებო ფეიკის გაკეთების, რაღაცის დადგმის შანსი? არის რაღაც საკითხები, რაზეც ერი უნდა გაერთიანდეს და ვიღაც თუ ვერ ახერხებს, ეს მისი პრობლემაა. დღეს ქართველი ერი ზეიმობს ჩვენი ბიჭების წარმატებას“, - აღნიშნა მდინარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა