თეგებით ძიება

მოვუწოდებთ სომხურ მხარეს, არ გამოიყენოს საქართველოს მითური ტერიტორიული მთლიანობის შესახებ შაბლონური ფრაზები - აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე პოზიციის გამო სომხეთს აკრიტიკებს. 

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო, სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, არარატ მირზოიანის თბილისში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, სადაც მირზოიანმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადა :

"მოვუწოდებთ სომხურ მხარეს, არ გამოიყენოს საქართველოს მითური ტერიტორიული მთლიანობის შესახებ შაბლონური ფრაზები, რომლებიც ობიექტურ რეალობას ეწინააღმდეგება", - აღნიშნავს საოკუპაციო რეჟიმი.

გარდა ამისა, ოკუპირებულმა სოხუმმა ყურადღება გაამახვილა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრის დროს "სომხური მხარის პოზიციის სერიოზულ ცვლილებაზე".

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში სომხეთის ხელმძღვანელობა სწორ დასკვნებს გამოიტანს შექმნილი სიტუაციიდან და დაარეგულირებს თავის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა