თეგებით ძიება

ფეხბურთელების მხრიდან საჩუქრისთვის გადახდილი მადლობა სწორი და კარგი საქციელია, მეც ასე მოვიქცეოდი - მიხეილ დაუშვილი

საჩუქრისთვის გადახდილი მადლობა სწორი და კარგი საქციელია. როგორ შეიძლება, ამის გამო ვინმემ ვინმე დაამუნათოს?, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

დეპუტატი ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ ჯილდოს მიღების გამო ფეხბურთელების ბულინგის მცდელობას გამოეხმაურა.

„ბიჭები სწორად და კარგად მოიქცნენ, ეს ყველაფერი დასაფასებელია. მიმაჩნია, რომ მათი [ფეხბურთელების] მხრიდან მადლობის გადახდა სწორია და მეც ასე მოვიქცეოდი. ცუდს უნდა დაერქვას ცუდი, კარგს კარგი“, - აღნიშნა დაუშვილმა.

როგორც ცნობილია ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“ ჯილდოს სახით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კაპიტანი გურამ კაშია გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“ და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

ფეხბურთელების მადლობას სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის წევრების და მათი აქტივისტების მხრიდან ბულინგის მცდელობის მორიგი კამპანია მოჰყვა. კაპიტნის დაბულინგებას ისეთი ადამიანები ცდილობენ, როგორიცაა ანა სუბელიანი, პეტრე კოლხი, თეა თუთბერიძე, ნიკო მანაგაძე და დავით („ტორნადო“) გაბუნია. საკითხს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, სიძულვილის კამპანია საზოგადოების შეფასების გარეშე არ დარჩება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა