თეგებით ძიება

წვრთნების გადადება არის პირველი მძიმე გამოხატულება უსაფრთხოების კუთხით - დეკანოიძე

აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო  - ამ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.

„ეს არის მძიმე განცხადება და მძიმე მოცემულობა ჩვენი ქვეყნისთვის“ - ასე აფასებს ხატია დეკანოიძე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას.

როდესაც აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა და განსაკუთრებით უსაფრთხოების ნაწილში და ასევე განსაკუთრებით ჩვენი ჯარის, თავდაცვის ძალების წვრთნის, აღჭურვის ნაწილში რაღაც შეჩერება ხდება სწორედ ივანიშვილის ამ საშინელი პროპაგანდისა და პოზიციის გამო, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქვთ, რა თქმა უნდა, ეს არის პირველ რიგში, ჩვენი უსაფრთხოებისთვის ძალიან რთული გამოწვევა, პრობლემა და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველო იმ იზოლაციაში, რომელშიც უნდა ქართულ ოცნებას, რომ ამყოფოს ქვეყანა - იზოლაცია ნიშნავს შიმშილს, ეკონომიკურ გაჭირვებას, უსაფრთხოების პრობლემებს, რასაც ახლა ვუყურებთ და იზოლაცია ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, ქვეყანა დაიცალოს და ამის საპირისპიროდ დგას აშშ-ის კონგრესში, სენატში, დაინიცირებული უმნიშვნელოვანესი პაკეტი, მათ შორის უსაფრთხოების ნაწილში მთავარი გარანტიები და ამაზე უარს ამბობს ქართული ოცნება და ამაზე ამბობს, რომ ჩვენ გლობალური ომის პარტიასთან არ ვთანამშრომლობთ.

ვფიქრობ, რომ პენტაგონის ეს განცხადება არის ძალიან ფხიზლად უნდა შევხედოთ და უნდა გვესმოდეს, რომ შეიძლება ბიუჯეტის შეკვეცა, იცით, რომ უსაფრთხოების ნაწილში და ყველა მიმართულებით ბიუჯეტის შეკვეცაზე იყო საუბარი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ არაფერი გაითვალისწინა ამერიკელი პარტნიორების და შესაძლებელია, ასევე ეს არის ზუსტად ის, რაზეც საუბრობდა შაჰინი, რიში და ბევრი ჩვენი პარტნიორი კონგრესმენი, რომ ან გვჭირდება და გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა, ან ლანძღვა-გინება პარტნიორების არ მიგვიყვანს არსად,“ - ამბობს ხატია დეკანოიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა