თეგებით ძიება

თანხა კი არ გაუყინავთ, ჯარს ამოაცალეს და გიგაურს და ლომჯარიას მისცეს - კახა კალაძე ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე

„ხელისუფლება უზრუნველყოფს, ჯარმა მიიღოს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ“, -  თბილისის მერმა მედიასთან ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განაცხადების საპასუხოდ,  რომლის მიხედვითაც ევროკავშირმა საქართველოს ჯარისთვის 30 მილიონი ევროს დახმარება გაყინა.

„ერთ შესწორებას შევიტან, კი არ გაუყინავთ, ჯარს ამოაცალეს  თანხები და გიგაურს და ლომჯარიას მისცეს. ეს არის მათი დემოკრატია, მიდგომები. ჯარს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამშვიდობო მისიებში მიეღო მონაწილეობა თუნდაც ავღანეთში, აფრიკაში. მადლობებს ვიღებდით იმისთვის, რომ ჩვენი ჯარისკაცები სამშვიდობო მისიებში დიდი უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილები, იმაზე მეტნი იყვნენ, ვიდრე ნატოს ქვეყნებიდანაც. დღეს კი გამოდის ევროკავშირი და ამბობს, ჯარისთვის განკუთვნილ თანხას აუქმებენ და აძლევენ ლომჯარია-გიგაურს. ჯარს არაფერი მოაკლდება. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ჯარმა მიიღოს ის, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა იყო და არის, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესების დაცვა.

„ხელისუფლება იცავს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, სახელმწიფოებრიობას, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში უკრაინიზაცია განხორციელდეს. მშვიდობა შენარჩნუნდება სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს. არანაირ სანქციებში ჩართვას არ ვაპირებთ. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა