თეგებით ძიება

„ჩვენ ძალიან დიდ როლს ვითამაშებთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში" - ნიკა მელია

კეთ­დე­ბა აქ­ცენ­ტი კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის გავ­ლე­ნე­ბის დუბ­ლი­რე­ბა­ზე ენმ-სა და ჩვენს ერ­თო­ბა­ში, მაგ­რამ რამ­დე­ნიც არ უნდა ილა­პა­რა­კოს მა­ვან­მა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, ეს პლატ­ფორ­მა არის და იქ­ნე­ბა ჩრდი­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი პლატ­ფორ­მა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "ახა­ლის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, ნიკა მე­ლია "ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს.

რო­გორც ნიკა მე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, სამი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის პლატ­ფორ­მა შექ­მნი­ლია გა­მარ­ჯვე­ბის­თვის და პა­სუ­ხობს მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­არ­ჩევ­ნო ამო­ცა­ნებს.

"გუ­შინ შედ­გა სამი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის - "დრო­ას“, "გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა“ და "ახა­ლის“ ერ­თო­ბა, რომ­ლის ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნია - ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­სა­მარ­ჯვებ­ლად.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს გან­სხვა­ვე­ბულ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, მცი­რე ნა­წი­ლი იარ­ლი­ყე­ბის ეძებს ამ ერ­თო­ბის და­საკ­ნი­ნებ­ლად, არა­და, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი რომ ერ­თი­ან­დე­ბი­ან, ზუს­ტად ეს არის სიძ­ლი­ე­რე.

ნამ­დვი­ლად არაა იოლი ასე­თი ერ­თო­ბის მიღ­წე­ვა, და ამ რთუ­ლი ამო­ცა­ნის გა­დაჭ­რა­ში ვლინ­დე­ბა ამ ძა­ლე­ბის ძა­ლაც და კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბაც. გან­სხვა­ვე­ბულ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა აერ­თი­ა­ნებს გან­სხვა­ვე­ბულ ელექ­ტო­რა­ტებს და სა­ხავს გა­მარ­ჯვე­ბის მკა­ფიო კონ­ტუ­რებს.

და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პი­რებ­მა ამ ერ­თო­ბის და­საკ­ნი­ნებ­ლად და­ი­წყეს სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი ამ პლატ­ფორ­მა­ში კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის გავ­ლე­ნე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე, მე­ტიც, კეთ­დე­ბა აქ­ცენ­ტი კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის გავ­ლე­ნე­ბის დუბ­ლი­რე­ბა­ზე ენმ-სა და ჩვენს ერ­თო­ბა­ში, მაგ­რამ რამ­დე­ნიც არ უნდა ილა­პა­რა­კოს მა­ვან­მა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, ეს პლატ­ფორ­მა არის და იქ­ნე­ბა ჩრდი­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი პლატ­ფორ­მა.

ეს პლატ­ფორ­მა შექ­მნი­ლია გა­მარ­ჯვე­ბის­თვის და პა­სუ­ხობს მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­არ­ჩევ­ნო ამო­ცა­ნებს, რო­მე­ლიც მიგ­ვიყ­ვანს და­სა­ხულ მიზ­ნამ­დე.

ჩვენ ყვე­ლას ჩვენ ჩვე­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი გვაქვს, ჩვენ ჩვე­ნი წარ­სუ­ლი. ზოგს მოს­წონს ეს, ზოგს არ მოს­წონს, ზოგს ძა­ლი­ან არ მოს­წონს, ბევ­რი რამ ჩვენ თვი­თო­ნაც არ მოგ­ვწონს ერ­თმა­ნე­თის - გნე­ბავთ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, გნე­ბავთ ხედ­ვე­ბი, გნე­ბავთ წარ­სულ­ში გა­დად­გმუ­ლი თუ არ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, მაგ­რამ ყვე­ლა არ­მო­წო­ნე­ბა ბარ­დე­ბა წარ­სულს, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­მა­ვალს.

ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბით ჩვენ ვას­რუ­ლებთ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაკ­ვე­თას, ჩვენ ვას­რუ­ლებთ სა­არ­ჩევ­ნო ამო­ცა­ნას, ვდგამთ კარ­გად გა­აზ­რე­ბულ, პრაგ­მა­ტულ ნა­ბიჯს, ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ვერ­თი­ან­დე­ბით მო­მავ­ლის­თვის და არა წარ­სუ­ლის­თვის.

შე­მოდ­გო­მით, რო­დე­საც ხმე­ბი და­ით­ვლე­ბა, ყვე­ლა კარ­გად ნა­ხავს ჩვე­ნი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის რე­ა­ლურ შე­დეგს, ჩვენ ძა­ლი­ან დიდ როლს ვი­თა­მა­შებთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბა­ში“,- წერს ნიკა მე­ლია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა