თეგებით ძიება

ტეილორ სვიფტის ფანებმა ციურიხში მცირე მიწისძვრა გამოიწვიეს

შვეიცარიული სეისმოლოგიური სერვისის ინფორმაციით, 9 ივლისს ციურიხში, ლეციგრუნდის სტადიონზე ტეილორ სვიფტის კონცერტის მიმდინარეობისას, სტადიონიდან 6 კილომეტრის რადიუსის ფარგლებში სეისმომეტრებმა ძვრები დააფიქსირეს. ლეციგრუნდის სტადიონზე სვიფტის კონცერტს 50 000 მსმენელი ესწრებოდა.

"როდესაც ბევრი ადამიანი რითმულად ერთსა და იმავე დროს მოძრაობს, ენერგია მიწას ჰარმონიული ვიბრაციის სახით გადაეცემა და მისი გაზომვა ახლომდებარე სეისმომეტრებით არის შესაძლებელი". - განმარტავს შვეიცარიული სეისმოლოგიური სერვისი. 

ყველაზე მძლავრი ძვრა დაახლოებით 19:02 საათზე მოხდა, როცა სვიფტი სცენაზე გამოვიდა და მას ფანები ცეკვითა და ხტუნვით შეეგებნენ. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელი პოპ შემსრულებლის კონცერტი მიწისძვრას იწვევს. ამ ფენომენს სოციალურ მედიაში "Swift-quake" შეარქვეს. 

ტეილორ სვიფტი ამჟამად ევროპაში მსოფლიო ტურნეზე The Eras Tour-ზე იმყოფება. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა