თეგებით ძიება

“მე მყავს რუსი ქმარი, ნახევრად რუსი შვილები, რუსი სამეგობრო და პუბლიკა! ძალიან მიყვარს ეს ენა“ - რას პასუხობს თეონა კონტრიძე კრიტიკოსებს?

რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე “ინ­სტაგ­რა­მის“ გა­მომ­წე­რებს მი­მარ­თავს და გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ გა­და­წყვი­ტა რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი კონ­ტენ­ტის შექ­მნა.

მისი თქმით, რუ­სუ­ლად სა­უბ­რის გამო, ყო­ველ­დღი­უ­რად “აუ­რა­ცხე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის შე­უ­რა­ცხმყო­ფელ მე­სიჯს“ უგ­ზავ­ნი­ან:

“ყო­ველ­დღი­უ­რად ვის­მენ აუ­რა­ცხელ შე­უ­რა­ცხყო­ფებს რუ­სუ­ლი ენის გამო. მინ­და, ყვე­ლას, ვის­თვი­საც ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა მტკივ­ნე­უ­ლია, გაგ­ცეთ პა­სუ­ხი. კო­რექ­ტი­ვა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ შე­უ­ტა­ნია ჩემ შრა­მი­ან მა­მას, მით უმე­ტეს, თქვენ ვერ დამძრავთ ერთი მი­ლი­მეტ­რი­თაც კი, ამი­ტომ და­ი­ო­კეთ ნერ­ვე­ბი და გა­ი­ა­რეთ თქვენს გზა­ზე, შემ­თხვე­ვით შე­მოფ­რე­ნი­ლე­ბო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 30 წე­ლია ბედ­მა “მოს­კო­ვებ­ში წა­მი­ღო“, “კარ­ტუ­ლი მე­კერ­კე­ბა“ ყო­ველ თქვენ­გან­ზე უკეთ. ბოლო-ბოლო ფი­ლო­ლო­გის შვი­ლი და ძმის­შვი­ლი ვარ“, - წერს კონ­ტრი­ძე.

“ყო­ველ­დღი­უ­რად ვის­მენ არა­ნორ­მა­ლუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბის კას­კადს რუ­სუ­ლი ენის გამო. მე ვარ თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე, რო­მე­ლიც და­ი­ბა­და 1977 წელს თბი­ლის­ში, 1994 წელს გაფ­რინ­და მოს­კოვ­ში სას­წავ­ლებ­ლად და დარ­ჩა იქ. 30 წე­ლია ჩემი ცხოვ­რე­ბა არის მოს­კოვ­ში. მე მყავს რუსი ქმა­რი, ნა­ხევ­რად რუსი შვი­ლე­ბი, რუსი სა­მე­გობ­რო და რაც მთა­ვა­რია, პუბ­ლი­კა - რუსი და რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი გა­მომ­წე­რე­ბი, “ფო­ლო­ვე­რე­ბი“.რუ­სულ ენას სა­კო­მუ­ნი­კა­ცი­ოდ იყე­ნებს პლა­ნე­ტის და­ახ­ლო­ე­ბით 1/3. ჩემი ბლო­გის­თვი­საც სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ენად ავირ­ჩიე რუ­სუ­ლი. ეს არის ჩემი პო­ზი­ცია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს ენა, კარ­გად ვმე­ტყვე­ლებ და ეს არ შე­იც­ვლე­ბა. ამი­ტომ ვი­საც ეს არ მგო­წონთ, შე­გიძ­ლი­ათ გა­მი­კე­თოთ “ან­ფო­ლოუ“ ან გაფ­რინ­დეთ თქვენს გზა­ზე. დიდი მად­ლო­ბა“, - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი ვი­დეო მი­მარ­თვა­ში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა