თეგებით ძიება

Reuters: მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ ევროკომისია კორონავირუსის დროს გაფორმებული კონტრაქტების გამო გააკრიტიკა

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკომისიამ კორონავირუსის პანდემიის დროს ვაქცინების შესასყიდად გაფორმებული კონტრაქტების საჯაროობა არ უზრუნველყო. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

საქმე ეხება 2020 – 2021 წლებში ევროკომისიის მიერ გაფორმებულ კონტრაქტებს. სარჩელის ავტორები ევროპარლამენტის კანონმდებლები იყვნენ. როგორც Reuters-ი იუწყება, ევროპარლამენტს გაფორმებული კონტრაქტების შესწავლა სურდა, თუმცა, ევროკომისიამ დეპუტატებს დოკუმენტების ნაწილი საერთოდ არ გადასცა, ხოლო ნაწილი დარედაქტირებული სახით მისცა. ევროკომისიამ ეს კომერციული ინტერესების დაცვით ახსნა.

ამის გამო ევროპარლამენტარებმა ევროკომისიას სასამართლოში უჩივლეს. სასამართლომ მიუთითა, რომ ევროკომისიას უფრო მეტი ინფორმაციის გაცემა შეეძლო ისე, რომ კომერციული ინტერესი არ დაზარალებულიყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა