თეგებით ძიება

დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში იმყოფება 8 ჩვენი თანამოქალაქე - ირაკლი ანთაძე

დღის წესრიგის მთავარი საკითხი გახლავთ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი,-ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ირაკლი ანთაძის თქმით შეხვედრაზე კიდევ ერთი განსახილველი საკითხი ე.წ. უკანონო ბორდერიზაცია იქნება.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში იმყოფება 8 ჩვენი თანამოქალაქე. ასევე, ვისაუბრებთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციაზე, რომელიც დაფიქსირებულ იქნა შეხვედრებს შორის პერიოდში. არეალი ამ პროცესმა მოიცვა გორის და ქარელის მუნიციპალიტეტები, და ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტი გრემისხევის მიმდებარე ტერიტორია“,-განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 120-ე შეხვედრა გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა