თეგებით ძიება
23. 07. 2024 კულტურა

ალავერდის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოა) კრამიტის საბურველის ქვეშ დუღაბის ფენილი მოიხსნა

ალავერდის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოა) კრამიტის საბურველის ქვეშ დუღაბის ფენილი მოიხსნა, - ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სტოას კრამიტის საბურველის ქვეშ დუღაბის ფენილის მოხსნასთან ერთად დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები კრამიტის ახალი საბურველის მოსაწყობად.

ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე ხარაჩოების მოწყობა გრძელდება. ასევე, მიმდინარეობს ალავერდის საკათედრო ტაძრის, კარიბჭე-სამრეკლოსა და საეპისკოპოსო სახლის გადახურვასთან დაკავშირებული კვლევით-საპროექტო სამუშაოები.

ინფორმაციისთვის: 25 ივნისის სტიქიის შედეგად გადახდილია ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი, ჩრდილოეთი კალთის სხვადასხვა ადგილას დამტვრეულია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა