„ლიბერალური ფაშიზმი არ არსებობს… ჩვენი მომავალი ევროპაშია და ვერანაირი გლობალური ომის პარტიის შიშით ამ სულისკვეთებას ვერ შეაჩერებთ“ – ნინი დედალამაზიშვილის პასუხი თბილისის მერიას
20 ოქტომბერს დაგეგმილ, „მგზავრების“ კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით თბილისის მერიის განცხადებას, ჯგუფის სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის და, ნინი დედალამაზიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ლიბერალური ფაშიზმი არ არსებობს. არსებობს სწორი და არასწორი.
ჩვენი მომავალი ევროპაშია და ვერანაირი გლობალური ომის პარტიის შიშით ამ სულისკვეთებას ვერ შეაჩერებთ“, – წერს ნინი დედალამაზიშვილი.
ცნობისათვის, 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ „მგზავრების“ დაგეგმილი კონცერტი აღარ გაიმართება.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს თბილისის მერიაც, განცხადებაში წერია: „სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ“.