თეგებით ძიება

„ვერავინ რისკავდა, თუმცა, ინახა ქირურგი, რომელიც ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს“ – დათი ქოქრაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილი ამერიკაში იმყოფება, სადაც რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციის ერთ-ერთი ეტაპი უნდა ჩაუტარდეს. აღნიშნული ოპერაცია და შემდგომ მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისთვისაც ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

როგორც მაკუნა თევზაძე სოციალურ ქსელში წერს, ამერიკაში მოიძებნა ქირურგი და კლინიკა, რომელიც დათის ხელს მოჰკიდებს და მის ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს.

„SOS SOS SOS #დათისთვის

ჩემო მეგობრებო,ნაცნობებო თუ უცნობებო,ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციით ვარ და ძაან მნიშვნელოვანია, ეხლა მთელი საქართველოს გაერთიანება, ჩვენი სიამაყე დათი, ყველამ ვიცით და ყველას გახსოვთ, ჯერ რა ტრავმა მიიღო, ჯერ იყო გადარჩენაზე ლაპარაკი და მადლობა უფალს რომ გადავრჩით, ეხლა ლაპარაკია მისი სიცოცხლის შენარჩუნებაზე, როგორც იქნა მოხდა სასწაული და ამდენი ბრძოლის და შრომის შემდეგ დათის გაუკეთებენ ოპერაციას, ამერიკაში, რაზედაც მთელი მსოფლიო უარს ეუბნებოდა და ვერავინ რისკავდა, ინახა კლინიკა და ქირურგი რომელიც ხელს მოკიდებს და ჩვენს ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს, არსებული ოპერაცია ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რაც წარმოუდგენელია ოჯახმა შეძლოს, ეხლა არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ მთელი საქართველო გაერთიანდეს და ამ საოცარ ოჯახს გვერდში დაუდგეთ, ის რაც დათის მშობლებმა შეძლეს წარმოუდგენელია, გზა რომელსაც ისინი დათისთან ერთად გადიან, დღემდე, და კიდევ რამხელა გზაა გასასვლელი, საბოლოო შედეგის მისაღწევად, გთხოვთ არ გავატაროთ, გავაშეაროთ, დავეხმაროთ და მე მჯერა რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, უფლის მადლით, ექიმების მონდომებით და ჩვენი გვერდში დგომით.

ოპერაციის თარიღი არის 9 აგვისტო, დრო ძალიან ცოტაა, ამიტომ ჩვენი გაერთიანება ძალიან სასწრაფოა და მნიშვნელოვანი.

M.D. Irakli Kokrashvili ყველაფერი იქნება კარგად.

GE05TB7962745064300024

GE90BG0000000101545483

მიმღები დედა ქრისტინე მამუკაშვილი

1 ლარიც უმნიშვნელოვანესია მათთვის“, – წერს მაკუნა თევზაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა