არსებობს მკაფიო სიგნალი იმისა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არის ახალი დადასტურება იმისა, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს არ მიაწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ამ დონეზე უკრაინელი ოფიციალური პირის [საგარეო საქმეთა მინისტრის] [ჩინეთში] ვიზიტი კარგია. არსებობს მკაფიო სიგნალი იმისა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ასევე დადასტურდა ის, რაც მითხრა ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა, რომ ჩინეთი იარაღს არ მიაწვდის რუსეთს. მინისტრისგან ველოდები დეტალურ ანგარიშს უკრაინაში დაბრუნების შემდეგ“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.