თეგებით ძიება

"ეჭვიც არ მეპარება, რომ მკვლელი ნაცნობია. შინ უცხოს არ შეუშვებდა" - ახალი დეტალები გლდანში მომხდარ მკვლელობაზე

გლ­დან­ში, 80 წლამ­დე ქა­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი სა­ვა­რა­უ­დოდ, ყა­ჩა­ღო­ბაა. მა­თი­ვე თქმით, ქალს თავი გა­ტე­ხი­ლი და სა­ხე­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და.

მე­ზობ­ლე­ბის თქმით­ვე, მო­ხუ­ცი ქალი მარ­ტო ცხოვ­რობ­და, რამ­დე­ნი­მე ჯი­ხუ­რი გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და და თა­ვა­დაც, სახ­ლი­დან სი­გა­რეტ­სა და ალ­კოჰო­ლურ სას­მელს ფან­ჯრი­დან ჰყიდ­და.

რო­გორც ერთ-ერთი მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ვე­ლი ჰყვე­ბა, ისი­ნი ქი­რის მი­სა­ცე­მად აღ­ნიშ­ნულ ადა­მი­ანს რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ, თუმ­ცა, რკი­ნის კარ­ზე ბოქ­ლო­მი და­დე­ბუ­ლი დახ­ვდათ წარ­წე­რით, რომ ის ერთი კვი­რა არ უნდა მო­ე­ძებ­ნათ.

"ვე­ძებ­დით, რად­გან ქირა მქონ­და მი­სა­ცე­მი, მაგ­რამ კა­რებს ბოქ­ლო­მი ედო, რაც არ გაგ­ვკვირ­ვე­ბია, რად­გან შვი­ლი ჰყავ­და ცუ­დად, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა და გვე­გო­ნა, იქ წა­ვი­და. კარ­ზე ქარ­თუ­ლად იყო მი­წე­რი­ლი, 1 კვი­რა არ ვიქ­ნე­ბიო, არა­და ეს ქალი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნია. ალ­ბათ, მკვლელ­მა ამ წარ­წე­რით დრო­ში მო­ი­გო და გაქ­ცე­ვა კარ­გად მო­ას­წრო, თან კარს ბოქ­ლო­მიც და­ა­დო და ჩა­კე­ტა. შვი­ლე­ბიც ეძებ­დნენ, ერთი შვი­ლი მო­ვი­და, დე­დას ვუ­რე­კავ და არ მპა­სუ­ხობ­სო. შვი­ლი რომ ურე­კავ­და, ტე­ლე­ფო­ნის ზა­რის ხმა შიგ­ნი­დან ის­მო­და, მერე 112-ში და­რე­კა და ეს სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდა.

სა­წო­ლე­ბი არე­უ­ლი იყო, ალ­ბათ, ფულს ეძებ­დნენ, სა­ხე­ში ნარ­ტყა­მი და თავი გა­ტე­ხი­ლი ჰქონ­და, ალ­ბათ, რა­ღაც ჩა­არ­ტყეს, სის­ხლში ცუ­რავ­და. ეს ქალი სულ მაფრ­თხი­ლებ­და, კარი ბოქ­ლო­მით და­კე­ტეო, სულ ფრთხი­ლობ­და, სახ­ლში არა­ვის უშ­ვებ­და, პა­ტა­რა ფან­ჯა­რა ჰქონ­და და იქი­დან გა­მოგ­ხე­დავ­და, თუ გიც­ნობ­და, შე­გიშ­ვებ­და. ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ მკვლე­ლი ნაც­ნო­ბია. ეს ქალი არ იყო ის ადა­მი­ა­ნი, სახ­ლში უცხო შე­ეშ­ვა.

ამ­ბო­ბენ, ოქ­როც წა­ი­ღე­სო, მეტი რა ჰქონ­და სახ­ლში, არ ვიცი“, - აცხა­დებს ერთ-ერთი მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ვე­ლი.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა