თეგებით ძიება

განათლების სამინისტრო ეროვნული გამოცდების პროგრამიდან კონკრეტული ავტორებისა და ნაწარმოებების ამოღების შესახებ, განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პროგ­რა­მი­დან კონ­კრე­ტუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ამო­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უწყე­ბი­დან აც­ნო­ბეს, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ახა­ლი პროგ­რა­მა და­ე­ფუძნა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მხო­ლოდ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რას.

მა­თი­ვე თქმით, თუ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი 2025 წლის სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არ არის, არ ნიშ­ნავს იმას, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლებ­ში აღარ ის­წავ­ლე­ბა.

“სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო ეხ­მი­ა­ნე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პროგ­რა­მი­დან კონ­კრე­ტუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ამო­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გაც­ნო­ბებთ, რომ სას­წავ­ლო პროგ­რა­მა არ შეც­ვლი­ლა და პროგ­რა­მი­დან არც ერთი ნა­წარ­მო­ე­ბის ამო­ღე­ბა არ მომ­ხდა­რა. ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ახა­ლი პროგ­რა­მა და­ე­ფუძნა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მხო­ლოდ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რას. თუ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი 2025 წლის სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არ არის, არ ნიშ­ნავს იმას, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლებ­ში აღარ ის­წავ­ლე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მა ეფუძ­ნე­ბო­დეს მხო­ლოდ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნა­წარ­მო­ე­ბებს, რათა იყოს და­ცუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტის ინ­ტე­რე­სე­ბი და უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი გა­ნათ­ლე­ბა­ზე თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა.

აქვე მო­გახ­სე­ნებთ, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს საგ­ნობ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბის რე­ვი­ზია, რო­მელ­ზეც მუ­შა­ობს ექ­სპერტთა ჯგუ­ფი. რე­ვი­ზი­ის პრო­ცეს­ში მოხ­დე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რის ჩა­მო­ნათ­ვა­ლის გა­და­ხედ­ვა და გა­ნახ­ლე­ბა. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, აღ­ნიშ­ნულ ჯგუფს შევ­თა­ვა­ზოთ, რო­გორც გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ჩა­მოთ­ვლი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ასე­ვე ყვე­ლა ის ნა­წარ­მო­ე­ბი რო­მე­ლიც კი­დევ უფრო ხელს შე­უ­წყობს მოს­წავ­ლე­ებ­ში ეროვ­ნულ-პატ­რი­ო­ტულ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სა­მო­მავ­ლოდ აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რის სტა­ტუ­სით მოხ­ვდე­ბა სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მა­ში“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა