გასაგებია, თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება "განათლების" სისტემა - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებას ეხმაურება.
"2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვლიდან, როცა ამოიღებ ილიას ბენდიერ ერს, პასუხის პასუხს, განდეგილს, აჩრდილს და ოთაარნთ ქვრივს , როცა ამოიღებ პაოლო იაშვილის და პოლიკარპ კაკაბაძეს ნაწარმოებს მთლიანად ან კიდევ ვაჟას "პატრიოტიზმს და კოსმოპოლიტიზმ"-ს ... ხომ გასაგებია თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება "განათლების" სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!“, - წერს პრეზიდენტი.