თეგებით ძიება

თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისში მუქარისა და გამოძალვის ბრალდებით დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი,  აფგან სადიგოვი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა, სანამ სასამართლო ექსტრადირების საკითხზე იმსჯელებს. ადვოკატები გეგმავენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ, თუმცა ჯერ ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილებას ელოდებიან. მანამდე კი სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რამდენად უსაფრთხო იქნება სადიგოვის აზერბაიჯანში გადაყვანა. 

ილჰამ ალიევის ხელისუფლებას მუდმივად ვამხელდი. ვწერდი და ვაქნეყნებდი ყველა სტატიას როგორ აგროვებდა არაკანონიერი გზებით პრეზიდენტი მილიონიბით ქონებას. ყველა მსგავს ქმედებაზე ვიღებდი გზავნილებს ალიევის წარმომადგენლების მხრიდან რომ გავჩუმებულიყავი. ვამხელდი შინაგან საქმეთა სამინისტროს არაკანონიერ ქმედებებს. შემომითვალეს კიდეც, რომ თუ არ გავჩერდებოდი, არ შევწყვეტდი ფაქტების გასაჯაროებას, ცუდად დავამთავრებდი. მემუქრებოდნენ ოჯახის წევრების სიკვდილით. ეს ჩემი საქმე იყო, ჟურნალისტი ვარ, მათ კი კრიტიკული აზრის ჩახშობა უნდათ. 6 თვით ჩამსვეს ციხეში გამოგონილი ბრალდებით. მაწამებდნენ ელექტროშოკებით. არ ვიცი. როგორ დავაღწიე თავი იქიდან. წამოვედი საქართველოში დეკემბრის თვეში და აქ ვითხოვე თავშესაფარი. ახლა ვარკვევ, რომ ჩემ წინააღმდეგ ამ დროს თურმე სისხლის სამართლებრივი დევნა იყო დაწყებული. არაფერი ვიცოდი იმის შესახებ, რომ იქ ჩემ წინააღმდეგ საქმე აღძრეს, შეტყობინებაც კი არ მიმიღია. დამიჯერეთ, სუფთა პოლიტიკური დევნა ეს ჩემ მიმართ, - თქვა პროცესზე სადიგოვმა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა