თეგებით ძიება

“ივანიშვილმა ღიად გვითხრა, რომ ირჩევს პუტინის და ლუკაშენკოს გზას“- სალომე სამადაშვილი

“ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს და არა ქართველ ხალხს და ასრულებს მათ დავალებებს“, - ამის შესახებ გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს და არა ქართველ ხალხს, ასრულებს მათ დავალებებს და ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და პირდაპირ ღიად თქვა, რომ უარს ამბობს დემოკრატიაზე დასავლეთზე და არ ვაპირებ არსად წასვლა, მან ღიად გვითხრა, რომ ირჩევს პუტინის და ლუკაშენკოს გზას. საქართველო იმეორებს იმ გზას, რომელიც გაიარა რუსეთმა და ბელორუსმა. 12 წლის თავზე, მან განაცხადა მისი რეალური გეგმა და ის, რომ დგას რუსეთის გზაზე, ამით მან გამოწვევა ესროლა ქართულ საზოგადოებას, ვაპირებთ თუ არა ვიხსნათ ქვეყანა.

დასავლეთმა თავისი პოზიცია დააფიქსირა და უფრო გასაგებად ჩვენ ვერავინ გვეტყოდა. ყველა გვეუბნება, რომ ელოდებიან არჩევნებს და ქართველი ხალხის არჩევანს. მთავარი სიტყვა ახლა ქართველმა ხალხმა უნდა თქვა, 26 ოქტომბერს, რომელიც აუცილებლად უნდა გავაგონოთ მსოფლიოს, რომ ვართ თავმოყვარე და თავისუფალი ხალხი “,-  განაცხადა სამადაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა