თეგებით ძიება

მანდატების ჩახსნის შესახებ განცხადებები მზად არის, დიდი ალბათობით, ხვალ შევიტანთ - ბადრი ჯაფარიძე

საპარლამენტო მანდატების ჩახსნის მოთხოვნით კოალიცია "ძლიერი საქართველო" საკანონმდებლო ორგანოს, სავარაუდოდ, ხვალ, 28 ნოემბერს მიმართავს. 

"ტვ პირველის" ეთერში პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, "ძლიერი საქართველოს" თითოეული წევრი პარლამენტში ოფიციალურ განცხადებას ხვალ, დღის პირველ, ან მეორე ნახევარში შეიტანს.

შესაძლოა, ხვალ მოხდეს ინდივიდუალური განცხადების შეტანა. ეს განცხადებები მზად არის. ჩვენ ვთქვით, რომ მივყვებით ამ გზას. ეს არის ყველა იმ  ნაბიჯის გადადგმა, რომელიც გამოიწვევს ამ თვითმარქვია ხელისუფლების დელეგიტიმაციას. ჩვენ ამ ნაბიჯებს თანმიმდევრულად გადავდგამთ. გუშინ გადავდგით ერთნი ნაბიჯი, ხვალ ალბათ გადავდგამთ მეორე ნაბიჯს და გავაგრძელებთ ამ გზით სვლას. მთავარია, რომ არავინ არ შედის ამ არალეგიტიმურ პარლამენტში. ამ პარლამენტის თავყრილობის, ''ქართული ოცნების'' თავყრილობის ლეგიტიმაციას არავინ აპირებს'', - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა