როგორია მინიმალური და საშუალო ხელფასი ევროკავშირის ქვეყნებში?
ევროკავშირი ცნობილია თავისი კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის მაღალი დონით. ევროკავშირი სუვერენული სახელმწიფოების ნებაყოფლობითი ერთგვარი კონფედერაციაა, რომელიც კონსენსუსისა და თანამშრომლობის პრინციპებს ემყარება. მოქალაქეთა ანაზღაურება ქვეყნების მიხედვით განსხვავდება.
ბალტიისპირეთის ქვეყნებში: ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, რომლებიც სსრკ-ს 1990-იანი წლების დასაწყისში გამოეყვნენ და 2004 წელს ევროკავშირის წევრები გახდნენ, სწრაფად მიაღწიეს განვითარებას. მიუხედავად ყველაფრისა, პრობლემები ისევ არსებობს და სამეული ჩამორჩება დასავლეთ ევროპის ან ცენტრალური ნაწილის წამყვან ქვეყნებს. მინიმალური წმინდა ხელფასი 2024 წლის მონაცემებით 600 დან 763 ევრომდე მერყეობს თვეში. რაც შეეხება საშუალო ხელფას ის 900-დან 1200 ევრომდეა.
ბალკანეთის ქვეყნებში: ბულგარეთში და რუმინეთში ანაზღაურება შედარებით დაბალია; მინიმალური ხელფასი 370 და 475 ევროთინ განისაზღვრება, ხოლო საშუალო ხელფასი 800-1000 ევროა.
საბერძნეთში სადაც რამდენიმე წლის წინ მძიმე კრიზისი მძვინვარებდა, დღეს მინიმალური ხელფასი 700 ევრომდეა, საშუალოდ კი 1000 ევროს ფარგლებში მერყეობს.
პოლონეთში, სადაც ბოლო წლებია მრავალი ქართველი მიდის სამსახურის საძიებლად, სწრაფად მზარდი ეკონომიკა აქვს. მინიმალური ხელფასი თვეში 766 ევროა, საშუალო კი დაახლოებით 1400 ევროა.
ჩეხეთში, სლოვაკეთსა და ხორვატიაში მინიმალური ხელფასი 650 ევროს გარშემოა, ხოლო ყოველთვიური ხელფასი 1200-1400 ევროს შეადგენს.
ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში: საფრანგეთში, გერმანიასა და ესპანეთში შემოსავლები მეტად მაღალია. საფრანგეთში მინიმალური ხელფასი 1400 ევროა, გერმანიაში 1500 ევრო, ესპანეთში კი 1170 ევრო. საშუალო ხელფასი 1700-დან 2500 ევროა.
ავტორი: გიორგი აბულაძე