"თუ ვიღაცებს რაღაცის გამო არ მოსწონთ ჩემი ქმარი, თვითონ ჰყავდეთ უკეთესი!..“ - სოფო ბედია
მიშა მესხი ჟურნალ „თბილისელებთან“ იმ ვიდეოს შესახებ საუბრობს, რომლის ინტერპრეტაციით გავრცელების გამო, როგორც თვითონ ამბობს, შეურაცხყოფა მიაყენეს:
"იმ ვიდეოში ევროპასა და ამერიკასთან დაკავშირებით ვხუმრობდი. სინამდვილეში, მე და სოფო ბავშვს არ ველოდებით. ბოლო პერიოდში ადამიანები მოგვიწოდებდნენ, სანამ რამეს გადავწყვეტთ, ჯერ ევროპასა და ამერიკას ვკითხოთო. მე ეს არ მომწონს. თურმე, მეზობელს უნდა შევუთანხმდე, ქორწილში წავალ, დაბადების დღეზე, ჩემს ცოლს კონცერტზე გავუშვებ სამღერლად თუ არა და ა.შ.
ეს კითხვა ცინიკურად კი არ დავსვი, უბრალოდ, მაინტერესებდა, ანუ ბავშვის გაჩენა რომ მინდოდეს, სახელი ევროპას შევეკითხო, თუ ამერიკას-მეთქი. იუმორით ვიკითხე, ეს ვიდეო აიღეს, დაამახინჯეს და დაიწყეს შეურაცხყოფის მოყენება. ერთ დღეში, ერთ-ერთ გვერდზე მილიონ-ნახევარი ნახვა და 13 000 კომენტარი ჰქონდა. რომ ჰკითხოთ, არ იციან, ვინ ვარ და არ აინტერესებთ. ეს, საერთოდ, ვინ არისო, კითხულობდნენ…“
სოფო ბედია თავისი მეუღლის, მიშა მესხის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათ ოჯახში ყოფილა პრობლემებიც, მაგრამ ეს ისე გადაუტანიათ, რომ ოჯახურ ურთიერთობებზე არავითარი გავლენა არ ჰქონია: „მთავარია, რომ ის მე მაფასებს და მე – მას“, აღნიშნავს მომღერალი.
„თუ ვიღაცებს რაღაცის გამო არ მოსწონთ ჩემი ქმარი, ჩემი ოჯახი, თვითონ ჰყავდეთ უკეთესი და თვითონ იყვნენ ჩემზე ბედნიერები, ჩემს ბედზე ნუ დარდობენ, მე ძალიან კარგად ვარ. ყოველ წელს ჩვენს ურთიერთობას მოაქვს უფრო დიდი სიყვარული, უფრო დიდი სიმყარე…“, -დასძენს სოფო ბედიამ ჟურნალ სარკესთან.