თეგებით ძიება

„მოიმარაგეთ ბევრი წყალი და დაელოდეთ თქვენს რიგს“ - რა ხდება საქართველო-რუსეთის საზღვარზე?

უკ­რა­ი­ნის ჯა­რე­ბი სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ას გა­ნაგ­რძო­ბენ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კურსკის ოლ­ქში. ზოგი ინფორმაციით,  6 აგ­ვის­ტო­დან უკ­რა­ი­ნის ძა­ლებ­მა კურსკის ოლ­ქში და­ი­კა­ვეს 45კმ² ტე­რი­ტო­რია და 11 და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი, რასაც ამ ადგილებიდან მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია მოჰყვა. რუსეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ  საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტთან, საცობია. როგორც რუსულ ტელეგრამ-არხებზე რუსეთის მოქალაქეები წერენ, რამდენიმეკილომეტრიანი რიგი რუსეთის მხრიდან არის და მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას სხვადასხვა გზით ცდილობენ.

ერთ-ერთ არხზე დაიწერა ჩხუბის ინციდენტის შესახებაც, როდესაც რუსეთის მოქალაქე რიგის დარღვევით ცდილობდა გამშვებ პუნქტთან მისვლას.

„მოიმარაგეთ ბევრი წყალი, ფილმები ტელეფონში და დაელოდეთ თქვენს რიგს.“ - წერს მომხმარებელი.

„მესაზღვრეების ცუდი მუშაობა თუ რუსების მორიგი გაქცევა?“ - კითხულობს ერთ-ერთი მათგანი.

რამდენიმე მოქალაქის თქმით კი, თავის რიგს უკვე 20 საათია ელოდება.

ვიდეო: palitravideo.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა