„ყველამ მოვიხსენიოთ ჩვენს ლოცვებში“ - დათი ქოქრაშვილს დღეს აშშ-ში პირველი ოპერაცია ჩაუტარდება
2 წლის წინ, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ დათი ქოქრაშვილს, დღეს აშშ-ში რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციის პირველი ეტაპი ჩაუტარდება.
როგორც „ფორტუნას“ დათი ქოქრაშვილის ოჯახის ახლობელმა, თეა ცხადაძემ უთხრა, დათი მხნედ არის და შემართებით ელოდება ოპერაციის დაწყებას:
„ოპერაციის პირველი ეტაპი დღეს დაინიშნა, გთხოვთ, ყველამ მოვიხსენიოთ ჩვენს ლოცვებში ყრმა დავითი. დათი ძლიერი ბიჭია და, რა თქმა უნდა, დიდი შემართებით არის. უფლის წყალობით, ყველა ოპერაცია წარმატებით ჩაივლის“, – უთხრა „ფორტუნას“ თეა ცხადაძემ.
„გთხოვთ ყველამ მოვიხსენიოთ დღეს ჩვენს ლოცვებში ყრმა დავითი“, – წერს ასევე სოციალურ ქსელში თეა ცხადაძე და არქივიდან, დათისთან ერთად, ისრაელში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.