თეგებით ძიება

„ხვალიდან უვადო შიმშილობას ვიწყებთ!" – Evolution Georgia-ს თანამშრომლები პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავენ

„ევოლუშენის“ თანამშრომლები ხვალ, 13 აგვისტოს, 12:00 საათიდან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და უვადო შიმშილობას იწყებენ, - ამის შესახებ კომკავშირი „ლაბორის“ თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დღეს, თანამშრომლების გაფიცვის 32-ე დღეა, თუმცა Evolution georgia-ს მხრიდან რაიმე უკუკავშირი ან წინ გადადგმული ნაბიჯი არ ყოფილა. მეტიც, კომპანია დასაქმებულებსა და გაფიცულებს შორის აგრესიას თესავს.

„დღეს, გაფიცვის 32-ე დღეა და კომპანიის მხრიდან არანაირი უკუკავშირი ყოფილა. პირიქით, ისინი ცდილობს დასაქმებულების ერთმანეთთან დაპირისპირებას. იძახიან, რომ კომპანია იხურება და ქვეყნიდან გავა. შედეგად, დასაქმებულთა ნაწილი, გაფიცულების მიმართ აგრესიულად განეწყო. კომპანიამ ტროლ-ბოტები დაიქირავა და შიდა ჯგუფებში აზრის შექმნას ცდილობენ. Evolution რომ ამბობდა შევწყვიტეთ მუშაობაო, ამით ფაქტობრივად გაფიცულებს დააბრალა, რომ თითქოს მათ გამო წყვეტდნენ მუშაობას. შედეგად, დასაქმებულებში გაფიცულების მიმართ აგრესია გააჩინა. ერთი დღეც ვერ გასტანა ამ ტყუილმა. კომპანია კვლავ აგრძელებს მუშაობას. ახლა აცხადებს, რომ კადრების შემცირებას გეგმავს და ასეც მოუწევს.

ხვალ, 12:00 საათიდან, პროტესტის 33-ე დღეს, გაფიცულები უვადო შიმშილობას იწყებენ და სრულ პასუხისმგებლობას კომპანიას აკისრებენ, რადგან ისინი მათი მეგობრებისა თუ კოლეგების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ ყოფნას არ დაუშვებენ. ამიტომ, გაგრძელებული დღეები, გაგრძელებულ შიმშილობას ნიშნავს. შესაბამისად, გარკვეული სახის ქმედებებიც იქნება და სრულ პასუხისმგებლობას კომპანიას დააკისრებენ“,- აცხადებს დიასამიძე.

მისი განმარტებით, 12 ივლისის მონაცემებით, ჯამში 4621 გაფიცული იყო, თუმცა ამის შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო გაფიცულების რაოდენობის გადახედვა აღარ მომხდარა.

„ადამიანებს თვეზე მეტია არ უმუშავიათ, ზოგი ისევ გაფიცვაშია და პარალელურად სხვა სამსახური იშოვა. ზოგს გაფიცვის შედეგად ფინანსური პრობლემები შეექმნა და გააგრძელა მუშაობა, რაც კომპანიამ თავიდანვე იცოდა. ზოგიც ისევ ემატება გაფიცვას.

"ევოლუშენმა" გაფიცვამდე დაახლოებით 2000 დასაქმებულით მეტი ადამიანი აიყვანა, რომლებიც სავარაუდო გაფიცულების ჩამნაცვლებლებად გამოიყენა. რეალურად, ამ მდგომარეობაში ეს ახალი თანამშრომლები აღარ სჭირდება და აცხადებს, რომ კადრების შემცირებას აპირებს. ამასაც გაფიცულებს აბრალებს“, - განმარტავს პროფკავშირების თავმჯდომარე.

ინფორმაციისთვის, "ევოლუშენის" თანამშრომელთა გაფიცვა სამი კვირის წინ დაიწყო. მათი მოთხოვნები ანაზღაურების ზრდა და შრომის ღირსეული პირობების შექმნაა. ისინი კომპანიას თანამშრომლების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. დავა კომპანიასა და მის თანამშრომლებს შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც Evolution Georgia-ს მენეჯერების სამსახურებრივი მიმოწერები გავრცელდა, სადაც ისინი დასაქმებულებს დისკრიმინაციული ხასიათის შეურაცხყოფას აყენებენ. კომპანია აცხადებს, რომ მენეჯერები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა დიასამიძე ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და მათი მხოლოდ ნაწილია გათავისუფლებული.

წყარო: BM.GE


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა