თეგებით ძიება

ვოლსკი: რაზედაც ტალიავინმა ისაუბრა, ზუსტად ამ საკითხებთან დაკავშირებით, ამ ფაქტებთან დაკავშირებით „ნაც. მოძრაობას“ ხელი აქვს მოწერილი

რაზედაც ტალიავინმა ისაუბრა, ზუსტად ამ საკითხებთან დაკავშირებით, ამ ფაქტებთან დაკავშირებით „ნაც. მოძრაობას“ ხელი აქვს მოწერილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პრაქტიკულად, რუსეთის შემოსვლას საქართველოში და ოკუპაციას ამართლებს როგორც ტალიავინის დასკვნაზე ხელმოწერით, ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმოწერით.

„რაზედაც ტალიავინმა ისაუბრა, ზუსტად ამ საკითხებთან დაკავშირებით, ამ ფაქტებთან დაკავშირებით „ნაც. მოძრაობას“ ხელი აქვს მოწერილი. ანუ, პრაქტიკულად, რუსეთის შემოსვლას საქართველოში და ოკუპაციას ამართლებს როგორც ტალიავინის დასკვნაზე ხელმოწერით, ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმოწერით.

ეს რეალობა დადგა და ამ რეალობის უკან რა პროცესები იდგა, რასაკვირველია, ეს გამოსაძიებელიც არის და კიდევ, დამატებითი მასალებია ამ თემაზე მოსაპოვებელი“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა