ვოლსკი 2008 წლის აგვისტოს ომზე: „ნაცმოძრაობას“ ეკუთვნის პასუხისმგებლობა ყველაფერზე
„ნაცმოძრაობას“ ეკუთვნის პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც მოხდა. მოსახლეობა არ გამოიყვანეს მაშინ, როდესაც ზუსტად იცოდნენ, რომ იმ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები იქნებოდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
დეპუტატმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალეულობებზე ისაუბრა.
„ხელი მოაწერეს ყველანაირ დოკუმენტს, კერძოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციას იმის თაობაზე, რომ თურმე რუსეთმა საპასუხო ზომები მიიღო საქართველოს წინააღმდეგ. ის დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილმა ჩაიდინა, არსად გამქრალა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.