თეგებით ძიება

გამოძიება არა ივანიშვილის, არამედ მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის ქონებაზე იყო - OCCRP "ქართულ ოცნებას" პასუხობს

გამომძიებელი ჟურნალისტების ორგანიზაცია (OCCRP)  ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში არსებული ქონების შესახებ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელსაც “ქართული ოცნების” პრესსამსახურმა "ცრუ ინფორმაციაზე აგებული" უწოდა ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

"ქართული ოცნების პრესსპიკერის, გიორგი გრძელიშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ: ბიძინა ივანიშვილს1998 წლის შემდეგ რუსეთში უძრავი ქონება არ შეუძენია, ხოლო გამოქვეყნებული გამოძიება ცრუ ინფორმაციაზე იყო აგებული.

მიუხედავად ამისა, OCCRP-ის, ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში არ უხსენებია, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავად შეისყიდა უძრავი ქონება მოსკოვში - გამოძიება ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძის ქონებას ეხებოდა.

ხვედელიძის ქონების შესახებ ჟურნალისტური გამოძიება ქართულ მედია გამოცემებთან (აი, ფაქტი, სტუდია მონიტორი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, GMC) თანამშრომლობით ჩატარდა; მათ შორის იყო ერთ-ერთი რუსული გამოცემა (iStories), რომელიც საზღვარგარეთ ოპერირებს". - წერია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა