საქართველოში არასრულწლოვანთა საარსებო შემწეობა 2014 წლის შემდეგ არ გაზრდილა
2020 წლის შემდეგ საქართველოში შობადობის მაჩვენებელს ყოველწლიურად აჭარბებს გარდაცვალების მაჩვენებელი. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ავრცელებს.
ამავე ცნობით, 2020-2023 წლებში საქართველოში დაიბადა 175 ათასი ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 202.3 ათასი პირი.
2024 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში ყოველი მესამე არასრულწლოვანი (264,705) საარსებო შემწეობას იღებს.
აღნიშნული მონაცემებიდან ჩანს, რომ საქართველოში დახმარების მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება.
2014 წლიდან საქართველოში მოქმედებს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც ყოველ მე-3 და შემდეგ ახალშობილზე 2 წელი გათვალისწინებულია 150-200 ლარის დახმარება.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, დახმარების ოდენობა 2014 წლის შემდეგ არ გაზრდილა.
ამის პარალელურად, IDFI აქვეყნებს ვვროკავშირის ქვეყნებში ბავშვების დახმარების შესახებ ინფორმაციას.
კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებში გათვალისწინებულია ბავშვის/ოჯახის ერთჯერადი და გრძელვადიანი სოლიდური ფინანსური დახმარებები. მაგალითად, გერმანიაში თითოეული ბავშვი 18 წლამდე დახმარების სახით ყოველთვიურად იღებს 250 ევროს.