სოფელ ნატანებში, მე-15 ქუჩის გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სოფელ ნატანებში, მე-15 ქუჩის გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გზის სამშენებლო სამუშაოები ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.
“ვასრულებთ კიდევ ერთ პირობას, რომელიც თანამოქალაქეებს მივეცით და სოფელ ნატანებში, მე-15 ქუჩის გზის სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ. გზასთან ერთად, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხები და გაბიონები. მუნიციპალური კომპანია“სატისის“ ტექნიკური ჯგუფის მიერ, მოწესრიგდა და განახლდა წყლის სისტემა. დღეს ასევე შევხვდით ადგილობრივებს და გავაცანით ჩვენი სამომავლო გეგმებიც,”- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.