თეგებით ძიება

ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებზეც ყველაზე მეტი მწვანე ბარათი გაიცა - რომელ ადგილზეა საქართველო?

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახურის სტატისტიკის თანახმად, 2022 წელს მწვანე ბარათი ჯამში 1.018 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მონაცემებს Visualcapitalist აქვეყნებს.

ამავე პერიოდში ჯამში საქართველოს 2 303-მა მოქალაქემ მიიღო მწვანე ბარათი, რითაც რეიტინგში 67-ე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია ისიც, რომ რეგიონში ყველაზე დიდი რაოდენობით მწვანე ბარათი თურქეთის მოქალაქეებზე გაიცა და 7 001 შეადგინა, რითაც რეიტინგში 30-ე ადგილი დაიკავა.

2022 წელს საქართველოს მოქალაქეებზე მეტი მწვანე ბარათი სომხეთის მოქალაქეებმა მიიღეს. სომხეთი რეიტინგში 3 037 მწვანე ბარათით 57-ე ადგილზეა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ის 94-ე ადგილს იკავებს, 1 129 მწვანე ბარათით.

საანგარიშო პერიოდში უკრაინა-რუსეთის ომის პირველი წელი მიმდინარეობდა. ამ პერიოდში უკრაინის 11 621-მა მოქალაქემ მიიღო მწვანე ბარათი (21-ე ადგილი). რუსეთის მოქალაქეებზე კი 8 906 ბარათი (27-ე ადგილი) გაიცა.

ამასთანავე, 2022 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით მწვანე ბარათი მექსიკის მოქალაქეებმა მიიღეს, მეორე და მესამე ადგილებს კი ინდოეთი და ჩინეთი ინაწილებენ. უფრო კონკრეტულად, TOP-10 ქვეყანა მწვანე ბარათების რაოდენობით ასე გამოყურება:

მექსიკა - 138 772;

ინდოეთი - 127 012;

ჩინეთი - 67 950;

დომინიკის რესპუბლიკა - 40 152;

კუბა - 36 642;

ფილიპინები - 35 998;

ელ სალვადორი - 30 876;

ვიეტნამი - 24 425;

ბრაზილია - 24 169;

კოლუმბია - 21 723.

ცნობისთვის, მწვანე ბარათი აშშ-ის საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ბარათი მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი.

bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა