იმედია, ხვდებით როგორი “მეგობრები” გვყავს ჩინეთში, ჰამასსა და რუსეთში, რომ საფრანგეთს ვთხოვთ 30 მლნ - ს სესხებას - ოთო აბესაძე
საქართველოს მთავრობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან 30 მილიონი ევროს ოდენობის სესხს იღებს. თანხა ხაშურის წყალარინების სისტემის მომსახურების გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს.
ფაქტს ეკონომისტი, პროფესორი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება:
იმედია, ხვდებით როგორი “მეგობრები” გვყავს ჩინეთში, ჰამასსა და რუსეთში, რომ ხაშურის წყალმომარაგების პრობლემის მოსაგვარებლად ქართველობის წამრთმევ და ჩვენი “გაპიდ***სტების” მსურველ საფრანგეთს ვთხოვთ 30 მლნ - ს სესხებას - წერს აბესაძე.