თეგებით ძიება

არქტიკა რუსეთის სტრატეგიული ინტერესების ზონაა, მოსკოვი დაინტერესებულია იქ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით - დიმიტრი პესკოვი

არქტიკა რუსეთის სტრატეგიული ინტერესების ზონაა, მოსკოვი დაინტერესებულია იქ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გრენლანდიასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

"თქვენ იცით, რომ არქტიკული ზონა არის ჩვენი ეროვნული ინტერესების, სტრატეგიული ინტერესების ზონა. ჩვენ არქტიკულ ზონაში ვართ წარმოდგენილი და მომავალშიც ვიქნებით. დაინტერესებული ვართ არქტიკულ ზონაში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნებით, მზად ვართ მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან ურთიერთობისთვის ამ მშვიდობის, სტაბილურობისთვის ყველგან და არქტიკულ ზონაშიც“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა