"ჩემო სიყვარულო, დაბადების დღეს გილოცავ“ - ნანუკა გუდავაძე იუბილარია
ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს იქორწინეს. მათ პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. მეორე შვილი, 2023 წლის 20 მარტს ეყოლათ, რომელსაც დადუ დაარქვეს.
ბერა ივანიშვილი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისი მამა, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკაში ჩაერთო.
მუსიკოსი სოციალურ ქსელში დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და პერიოდულად ოჯახურ კადრებს გვიზიარებს ხოლმე.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ულოცავს.
„ჩემო სიყვარულო, დაბადების დღეს გილოცავ“, – წერს ბერა.