თეგებით ძიება

სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელი, რომელიც იმ საერთო მესიჯბოქსითა და გეგმებით მოქმედებს, რომელიც „დიფ-სთეითმა““ შეუკვეთა ამ ხალხს - მდინარაძე

სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელი, რომელიც იმ საერთო მესიჯბოქსითა და გეგმებით მოქმედებს, რომელიც „დიფ-სთეითმა““ შეუკვეთა ამ ხალხს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„მაკეინის ინსტიტუტი არის ორგანიზაცია, რომელიც ნერვიულობდა და ამას თავის განცხადებებში გამოხატავდა, რომ საქართველოში მიმდინარე აქციებს მსხვერპლი არ მოყვა. სალომე ზურაბიშვილმა, როგორც კი პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, გახდა ამ ინსტიტუტის სტიპენდიატი. მე მგონი დასკვნების გამოტანა რთული არ არის. ეს ადამიანი (სალომე ზურაბიშვილი) არის ოპოზიციის ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელი, რომელიც იმ საერთო მესიჯბოქსითა და გეგმებით მოქმედებს, რომელიც „დიფ-სთეითმა““ შეუკვეთა ამ ხალხს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა