ახლობლების ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახალგაზრდა კაცი დაიკარგა
ერთი კვირაა ოჯახი დაკარგულ კაცს ეძებს. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შეატყობინეს რომან ძირკველიშვილი 13 აგვისტოს მერე აღარ გამოჩენილა. ახლობლების ცნობით, ბოლოს ის საქართველო-რუსეთის საზღვართან, ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ძირკველიშვილი რუსეთში, მეუღლესთან მიემგზავრებოდა. ინფორმირებულია პოლიციაც.
ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახს ტელეფონის ნომერზე 558 93 34 11