საჩხერეში, ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტრის გუმბათზე ჯვარი აღიმართა
საჩხერეში, ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტრის გუმბათზე ჯვარი აღიმართა. მე-11 საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმინდა გიორგის მონასტერი, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში სასულიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო, მდებარეობს საჩხერის მუნიციპალიტეტში, მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადის-ჯრუჭულის სათავეში.
ამ დროისათვის ტერიტორიაზე მამათა მონასტერია.
1991 წლის მიწისძვრამ ჯრუჭის წმინდა გიორგის მონასტერი ნანგრევებად აქცია. 2018 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოსა და საპატრიარქოსთან შეთანხმებული პროექტისა და ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, დაიწყო ჯრუჭის მონასტრის აღდგენის სამუშაოები.