17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი გოგონა იასპარეზებს
იორდანიის ქალაქ ამანში მიმდინარე 17-წლამდე მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს ასპარეზობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დასრულდება და დღესვე გამოსვლა გოგონათა შორის თავისუფალ ჭიდაობაში დაიწყება.
ტურნიზე მონაწილეობას სამი ქართველი გოგონა მიიღებს.
საქართველოს გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:
53კგ – ლიზა შავაძე
57კგ – მირანდა კაპანაძე
61კგ – ნინი ციცვიძე
მთავარი მწვრთნელი: ბესო გუჩაშვილი
შეგახსენებთ, რომ დღეს მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველი ვახტანგ ლოლუა (60 კგ) ფინალში იასპარეზებს, ის აზერბაიჯანელ ჯავადოვს შეხვდება.
ნახევარფინალში დამარცხდა მეორე ქართველი, გიორგი ალადაშვილი (71 კგ) – იგი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.