თეგებით ძიება

არ ისვენებენ, ითხოვენ ყუმბარებს და ბომბებს ჩვენს თავზე - ბექა ოდიშარია „ნაცმოძრაობაზე“

„არ ისვენებენ, ცდილობენ რომ  ქვეყანა აურიონ, ითხოვენ ყუმბარებს და ბომბებს ჩვენს თავზე“, - ამის შესახებ მმართველი პარტიის წევრმა ბექა ოდიშარიამ „ნაცმოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკური ველიდან უნდა მოიკვეთოს, ამის გარეშე საქართველოში მშვიდობა ვერ დაისადგურებს.

„ეს პოლიტიკური განცხადება ერთგვარი ფარდის ახდა იყო იმ ქცევებზე და იმ მიზნებსა და ზრახვებზე, რომელიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აქვს. ეს პოლიტიკური განცხადება ადრე თუ გვიან სამართლებრივ ჭრილში გადავა.

პროცესი იქნება ღია და ტრანსფარენტული და უკვე მოგვეცემა საშუალება მთელ ქვეყანას, რომ შევაფასოთ მათი ყველანაირი დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც უახლოეს წარსულში ჩაიდინეს და შესაბამისად მიზანშეწონილიც იქნება, რომ ამ ადამიანებს ერთხელ და სამუდამოდ ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა აეკრძალოთ.

არ ისვენებენ, ცდილობენ რომ ქვეყანა აურიონ, ითხოვენ ყუმბარებს და ბომბებს ჩვენს თავზე და შესაბამისად, ეს ხალხი პოლიტიკური ველიდან თუ არ იქნება მოკვეთილი, მერწმუნეთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საქართველოში მშვიდობა ვერ დაისადგურებს“, - აცხადებს ბექა ოდიშარია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა